წილოსანის აზრით, ოთარ ზურაბიშვილი ლევილში სამართლიანად არ დაპატიჟეს

23.09.24 15:50
წილოსანის აზრით, ოთარ ზურაბიშვილი ლევილში სამართლიანად არ დაპატიჟეს

რატომ არ უშვებენ ლევილის მამულში მოწყობილ ღონისძიებაზე  ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელს - “ოცნების“ წევრი, ნინო წილოსანი  მიიჩნევს, რომ ღონისძიებაზე დასასწრებად ადამიანები სამართლიანად და ობიექტურად შეირჩნენ.

ამასთან, ის ამბობს, რომ აბსოლუტურად ენდობა ორგანიზატორების ჯგუფს და მათ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს.

“ოცნების“ წევრის მტკიცებით, პრეზიდენტის ძმის მხრიდან, მმართველი გუნდის კრიტიკა იმის გამო, რომ სტუმრების სიაში ვერ მოხვდა, არასერიოზულია.

სად იყო დაშვებული და სად არა, ამას წყვეტს იმ კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორი თუ ადამიანთა ჯგუფი, ვინც გეგმავს ამას, დარწმუნებული ვარ საკმაოდ სამართლიანად და ობიექტურად იყო შერჩეული ის შემადგენლობა, რომელშიც ეს ადამიანი ვერ მოხვდა. სადღაც არ დაპატიჟეს, ამის გულისთვის იყო კრიტიკული მმართველი გუნდის მიმართ და ასეთი განცხადებები აკეთო, მსუბუქად რომ ვთქვათ, საკმაოდ არასერიოზულია, “- განაცხადა წილოსანმა.

შეგახსენებთ, ქართული სათვისტომო, რომელსაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი ხელმძღვანელობს, ლევილის მამულში დაგეგმილ ღონისძიებაზე არ მიიწვიეს. 

მან "ქართული ოცნების" ხელისუფლებას "რუსული ხელისუფლება" უწოდა.

მსგავსი სიახლეები