პირველი პროფესიული მთავრობა საქართველოს ისტორიაში - რას ამბობენ ოპოზიციაში პრეზიდენტის გეგმაზე?
პრეზიდენტის გეგმა ოპოზიციისთვის - ქარტიაზე ხელმომწერები პრეზიდენტთან კონსულტაციისთვის მზად არიან.
საუბარია, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე, რომელიც მთავრობის პროფესიული წრეებით დაკომპლექტებას გულისხმობს.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი "პირველებთან" სალომე ზურაბიშვილის გზავნილებს აფასებს და ამბობს, რომ ის ცვლილებები და სარეფორმო ნაბიჯები, რომელიც გაწერილია ქართულ ქარტიაში, რაც შეიძლება სწრაფად არის გადასადგმელი.
"ივანიშვილის ხელისუფლების დასრულებასთან ერთად, უნდა დასრულდეს ერთი კაცის მმართველობა, რუსული ოლიგარქიული მმართველობის სტილი"- ამბობს დეპუტატი.
ეს არის სწორედ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, რომ, "მე ვარ და ჩემი ნაბადის პოლიტიკა", ერთი კაცის მმართველობა და ჩრდილოვანი გადაწყვეტილების მიღება და კონსტიტუციური ჩარჩოსგან გასული სისტემა, შევცვალოთ. ის ცვლილებები, რომელიც აუცილებელია და რეფორმები, რომელიც გაწერილია ქარტიაში, არის სწორედ ის შინაარსი, რომელზეც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვმუშაობთ და მიგვაჩნია, რომ ეს სარეფორმო ნაბიჯები, რაც შეიძლება სწრაფად არის გადასადგმელი", - ამბობს ნაცვლიშვილი.
კოალიცია "ცვლილებებისთის" წევრი, ზურა ჯაფარიძე ბოლომდე არ იზიარებს იდეას, რომ პარტიები პოლიტიკური პროცესიდან ჩახნილ იქნან და ტექნიკური მთავრობა მხოლოდ პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტდეს.
მე არ ვარ იმის მაინცდამაინც ბოლომდე მხარდამჭერი, რომ პოლიტიკური პროცესიდან პარტიები აქედან ჩახსნილი იყოს. ამიტომაც იყო ჩაწერილი, რომ ეს უნდა მოხდეს კონსულტაციების გზით, ამაზე იყო შეთანხმება. პრინციპი არის მთავარი, რომ ეს არის დროებითი ამბავი, რომ ეს არჩევნები შეუძლებელია იყოს თავისუფალი და სამართლიანი, ამიტომ ახლა ვართ რეფერენდუმის წინაშე, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, საბოლოო ჯამში, ეს ქვეყანა დაუბრუნდება თუ არა თავის ბუნებრივ, ისტორიულ, ევროატლანტიკურ განვითარების გზას და ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.
ეს იყო, მათ შორის, სხვადასხვა პარტიებისთვის რაღაც კითხვისნისნის ქვეშ საკითხი და ამის გამო იყო სხვადასხვა დათქმები. ჩვენ სამი პარტია - "გირჩი- მეტი თავისუფლება", "დროა" და "ახალი", მანამ სანამ, კოალიცია შეიკრებოდა, მანამდე შეუერთდა ამ ქარტიას, ყველანაირი დათქმების გარეშე, ამიტომ ამ პრინიპებს, რომლებიც არ ეხება რეფორმებს, არამედ იმას თუ რა მოხდება მომავალში, უახლესი 1-2 წლის განმავლობაში, ვიზიარებთ სრულად", - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
"ერთიანობის" ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი კი საყოველთაო მობილიზაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ პრეზიდენტის შეთავაზებაზე, 26 ოქტომბერის არჩევნების შემდეგ უნდა გაიმართოს პოლიტიკური კონსულტაციები.
უდაოდ მნიშვნელოვანია საყოველთაო მობილიზაცია, რომ ის გადაწყვეტილება, რაც ქართველ ხალხს უკვე მიღებული აქვს და ეს გადაწყვეტილება არის, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს, ეს გადაწყვეტილება გაფორმდეს 26 ოქტომბერს. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, იქნება პოლიტიკური კონსულტაციები", - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
პირველი პროფესიული მთავრობა საქართველო ისტორიაში? - ათონელის რეზიდენციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლების დაკომპლექტების შესაძლო ვარიანტები განიხილა.
სალომე ზურაბიშვილმა საუკეთესო ალტერნატივად პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული ტექნიკური მთავრობა დააასახელა.
მისივე განცხადებით, მთავრობის დაკომლექტება მხარეებს შორის მძლავრი კონსულტაციებით უნდა განხორციელდეს და არა პოლიტიკური აქტორების მიერ დანიშნული პოლიტიკოსებით.