ბორის ჩელე ყურუას საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

24.09.24 11:21
ბორის ჩელე ყურუას საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

ბორის ჩელე ყურუას საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს - ამის შესხებ კოალიცია „ცვლილებისთვის” წევრი სოციალურ ქსელში წერს. 

მისივე თქმით, აქციებზე 500 ლარით დააჯარიმეს, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილება მას არ ჩაბარებია. მას თანხა არ გადაუხდია, რასაც ანგარიშების დაყადაღება მოჰყვა. 

"500 ლარიანი ჯარიმა რომ დამიწერეს არ ჩაუბარებიათ გადაწყვეტილება
დიდი ხანი გავიდა მაგის მერე და ახლა ანგარიშები დამიყადაღეს, თან 50 ლარი ჯარიმა დამიმატეს რატომ არ გადაიხადეო. თქვე ოჯახ აშენებულებო, გეთქვათ და ვიხდიდი იქნებ თავის დროზე" წერს ყურუა

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსული კანონის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსი 500 ლარით 20 მაისს დააჯარიმა. 

მას  აქციებზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ.

მსგავსი სიახლეები