მოლაპარაკებების შედეგი - გახარია-ხაზარაძის გუნდი სამომავლო თანამშრომლობაზე თანხმდება

24.09.24 11:41
მოლაპარაკებების შედეგი - გახარია-ხაზარაძის გუნდი სამომავლო თანამშრომლობაზე თანხმდება

სამდღიანი მოლაპარაკებების შედეგი - მართალია, ხაზარაძე-გახარიას გაერთიანება გადამწყვეტი არჩევნების წინ ვერ მოხერხდა, მაგრამ პრეზიდენტი, რომელიც დისკუსიის ინიციატორი ფასილიტატორია, ღიად ამბობს, რომ მთავარი მიღწევა მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის მზაობაა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, "ძლიერ საქართველოში" აცხადებენ, რომ არ არსებობს საკითხი, რომელშიც მსჯელობაში არ შევლენ და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე დათმობაზე არ წავლენ. 

საბა ბუაძე ასევე საუბრობს ქართულ ქარტიაზე და ამბობს, რომ ის მნიშვნელოვანი პლატფორმაა იმისთვის, რომ რეფორმები, რომლის განხორციელებაზეც  პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ აიღო ვალდებულება, პრეზიდენტის ჩართულობით და მასთან კონსულტაციით განხორციელდეს.

არ არსებობს საკითხი, რომელზე მსჯელობაშიც არ შევალთ, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არ არსებობს საკითხი, სადაც არ ვაჩვენებთ დათმობის რესურს, გამომდინარე იმ უდიდესი გამოწვევებიდან, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება და, ამ თვალსაზრისით, ქარტია არის მნიშვნელოვანი პლატფორმა იმისთვის, რომ ის  რეფორმები, რომლის განხორციელებაზეც ვალდებულება აიღო პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ, ეს რეფორმები განხორციელდეს, პრეზიდენტის აქტიური ჩართულობით, ხელმომწერი პოლიტიკური პარტიების კონსულტაციებით და, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთგულები ვართ ამ ქარტიის პირობების, იმ ვალდებულებების, რომლებიც აქ არის გაწერილი", - ამბობს საბა ბუაძე. 

პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ხაზრაძე-გახარიას შორის პრეზიდენტის ჩართულობით დაწყებულ მოლაპარაკებებს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ამან საფუძველი ჩაუყარა და აქტიურ ნოტაზე გადაიყვანა ორ პარტიას შორის სამომავლო ურთიერთობები.

მეზვრიშვილი საუბრობს პრეზიდენტის ქარტიაზეც და ამბობს, რომ აქტზე გახარიას და მისი გუნდის ხელმოწერა ერთგვარი კომპრომისი იყო. ის კითხვები, რაც გვქონდა, ეს კითხვები არსად გამქრალა - ამბობს მევრიშვილი და იმედს გამოტქვამს, რომ, ამ საკითხზე პრეზიდენტთან და ყველა აქტორთან დისკუსიის შესაძლებლობა ექნებათ. 

ორი პოლიტიკოსი, რომლებსაც ერთმანეთისთვის ხელიც არ ჰქონდათ წარსულში ჩამორთმეული, ვგულისმობ, პოლიტიკურად, ამ ადამიანებს შორის შედგა ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია, პრეზიდენტის ინიციატივითა და ფასილიტაციით, რამაც საფუძველი ჩაუყარა შემდგომში უკვე პარლამენტში, როდესაც ეს პარტიები მოხვდებიან, უკვე კოალიციური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საფუძველი ამ ყველაფერმა შექმნა და, ვფიქრობ, რომ აქტიურ ნოტაზე ურთიერთობები, რაც არსებობს უკვე ჩამოყალიბებული ორ პარტიას შორის, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ფორმატში, უნდა გაგრძელდეს. პირველ რიგში, ამ ქარტიას ხელი რომ მოვაწერეთ იყო კომპრომისი, ჩვენი მხრიდან, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება, ქარტიის ამ ნაწილს, რომელიც ტექნიკურ მთავრობასა და ვადამდელ არჩევნებს ეხება, ის კითხვები, რაც გვქონდა, ეს კითხვები არ გამქრალა არსად და იმედი მაქვს, რომ ამ საკითხზე ჩვენ დისკუსიის შესაძლებლობა გვექნება პრეზიდენტთან და ყველა იმ აქტორთან", - ამბობს ნათია მეზვირშვილი. 

სალომე ზურაბიშვილმა ხაზარაძე-გახარიას შორის სამდღიანი მოლაპარაკებების მთავარ მიღწევად სამომავლო თანამშრომლობის მზაობა მიიჩნია და განაცხადა, რომ მიუხედავად კონსულტაციების შეწყვეტისა, პარტიებს შორის სამომავლოდ თანამშრომლობა გამარტივდება.

მსგავსი სიახლეები