ანა დოლიძე ამბობს, რომ შემდეგი მთავრობის დაკომპლექტება, პრეზიდენტთან კონსულტაციის მეშვეობით მოხდება

24.09.24 13:36
ანა დოლიძე ამბობს, რომ შემდეგი მთავრობის დაკომპლექტება, პრეზიდენტთან კონსულტაციის მეშვეობით მოხდება

პრეზიდენტი საუკეთესო ალტერნატივად პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული ტექნიკური მთავრობას ასახელებს -  "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, ანა დოლიძე, მამუკა ხაზარაძის მსგავსად ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ მთავრობის დაკომპლექტება, პრეზიდენტთან კონსულტაციის მეშვეობით მოხდება და კონსტიტუციის ეს ხაზი აუცილებლად იქნება დაცული. 

რა თქმა უნდა, კომპეტენცია და პროფესიონალიზმი არის ყველაზე მთავარი, რომელიც ჩვენ, საქართველოს გაგვიყვანს ფონს. მემგონი ერთმანეთისგან არ უნდა გავმიჯნოთ კომპეტენცია და პოლიტიკოსი, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკოსია მსოფლიოში, რომელიც პოლიტიკოსიც არის და კომპეტენტურიც არის. მთავარია, რომ როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, შემდეგი მთავრობის დაკომპლექტება, მას შემდეგ, რაც გავიმარჯვებთ არჩევნებში, მოხდება პრეზიდენტთან კონსულტაციის მეშვეობით. ეს კონსტიტუციაშიც გაწერილია და ჩვენ ვაპირებთ, დავიცვათ ეს ხაზი", - განაცხადა ანა დოლიძემ. 

პირველი პროფესიული მთავრობა საქართველო ისტორიაში? - ათონელის რეზიდენციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლების დაკომპლექტების შესაძლო ვარიანტები განიხილა.

სალომე ზურაბიშვილმა საუკეთესო ალტერნატივად პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული ტექნიკური მთავრობა დააასახელა.

მისივე განცხადებით, მთავრობის დაკომლექტება მხარეებს შორის მძლავრი კონსულტაციებით უნდა განხორციელდეს და არა პოლიტიკური აქტორების მიერ დანიშნული პოლიტიკოსებით.

მსგავსი სიახლეები