პრემიერის მართული ანტიკორუფციული ბიურო კონსტიტუციას არღვევს - NGO-ები

24.09.24 17:46
პრემიერის მართული ანტიკორუფციული ბიურო კონსტიტუციას არღვევს - NGO-ები

ანტიკორუფციული ბიუროს ახალი შეტევა მესამე სექტორზე - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასულია კანონის ჩარჩოებიდან.

ამასთან, ენჯეოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში არც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და არც “აირჩიე ევროპას“ წარმომადგენლებს არ აქვთ გაცხადებული პოზიცია არჩევნებში მონაწილეობაზე, ან პოლიტიკურ მოვლენებში ჩართულობაზე, ამიტომ უჩნდებათ ეჭვი, რომ მმართველი პარტია ცდილობს, წნეხში მოაქციოს ყველა ის “ენჯეო“, რომელსაც სურს, რომ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი.

პრემიერის მიერ მართულმა, ანტიკორუფციულმა ბიურომ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და გაცდა კანონმდებლობას. შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება და თქვა, რომ ნებისმიერი კამპანია, ან ქმედება, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და მაგალითად მოიყვანა ის, რომ ეს კამპანია საზოგადოებაში აღვივებს პოზიტიურ დამოკიდებულებას ევროკავშირში საქართველოს გაწვერიანებსთან დაკავშირებით, მან მიიჩნია, რომ საზოგადოებრივი აზრის გავლენის მომხდენი ნებისმიერი კამპანია არის პოლიტიკური საქმიანობა“,- განაცხადა პლატფორმა - “საქართველოს ევროპული ორბიტას“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ.

საიას აღმასრულებელი დირექტორი, ნონა ქურდოვანიძე მიიჩნევს, “ანიტკორუფციულმა ბიურომ მანდატი გაიფართოვა ისე, რომ კანონი ამის უფლებას არ აძლევს.“

მანდატი გაიფართოვა ბიურომ ისე, რომ კანონი ამის უფლებას არ აძლევს. მან გამოიყენა ამისთვის სააპელაციო სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელიც მან “აირჩიე ევროპას“ საჩივრის საფუძველზე მიიღო. ეს განმარტება ბიუროს უხსნის გზას, რომ გააფართოვოს კანონში მოცემული სუბიექტების წრე, განმარტოს ის ფართოდ და ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობა, ამ განმარტებით, მოექცეს გაცხადებული პოლიტიკური მიზნების მქონე დეფინიციაში“,- განაცხადა ქურდოვანიძემ.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და ორგანიზაცია "აირჩიე ევროპა" საარჩევნო პროცესის მონაწილეებად გამოაცხადა და ფინანსური გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის წარდგენა 5 დღის ვადაში მოსთხოვა. კუპრაშვილის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამ ორგანიზაციების მიმართ " სხვა ზომებს" გამოიყენებს. რა ზომებზეა საუბარი, ანტიოკრუფციულის ხელმძღვანელს აღარ დაუკონკრეტებია. 

მსგავსი სიახლეები