ანტიკორუფციული ბიურო ძალიან ზუსტად მოქმედებს - “ოცნება“ რაჟდენ კუპრაშვილს აქებს
მმართველ გუნდში რაჟდენ კუპრაშვილის ქმდებას იწონებენ და ამბობენ, რომ ანტიკორუფციული ბიურო ძალიან სკრუპულოზურად,ზუსტად მოქმედებს.
პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, ზოგიერთი „ენჯეო“ საზოგადოებას “თვალში ნაცარს აყრის და ქართველ ხალხს დასცინის.“
თვალში რომ ნაცარს გვაყრის ზოგიერთი „ენჯეო“, ეს უკვე გამოდის ქართველი ხალხის დაცინვა, ყველა ყველაფერს ხედავს.
ანტიკორუფციული ბიურო რომ ძალიან სკრუპულოზურად, ზუსტად მოქმედებს, ფაქტებითაც დასტურდება. გარდა იმისა, რომ ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში, ეს სხვა მხრივაც არის პრობლემური, ვინაიდან მათ გააჩნიათ უცხოური დაფინანსება და ეს არის უცხოური ჩარევა ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მესამე სექტორს დესტაბილიზაციის მცდელობაშია დანაშაულებს “ოცნების“ წევრი, არჩილ გორდულაძე და ამბობს, რომ “ლაგაზიძე და გიგაური ის ადამიანები არიან, რომლებიც გამჭვირვალობის წინააღმდეგ პირდაპირ ილაშქრებდნენ.“
არასამთავრობოები, რომლებიც 20 % - ით უცხო ძალისგან ფინანსდებიან და მათ ევლებათ გამჭვირვალობა, ყევლაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოეტანათ და გამჭვირვალობის წიონააღმდეგ გაელაშქრათ, ახლაც ყველაფერს იზამენ, რომ როგორმე გამჭვირვალობას გაექცნენ“,- აცხადებს არჩილ გორდულაძე.
შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და ორგანიზაცია "აირჩიე ევროპა" საარჩევნო პროცესის მონაწილეებად გამოაცხადა და ფინანსური გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის წარდგენა 5 დღის ვადაში მოსთხოვა. კუპრაშვილის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამ ორგანიზაციების მიმართ " სხვა ზომებს" გამოიყენებს. რა ზომებზეა საუბარი, ანტიოკრუფციულის ხელმძღვანელს აღარ დაუკონკრეტებია.