“ე.ი. დამირეკეს კორუფციული ბიუროდან, გზავნილია თქვენზეო“ - რას წერს ხათუნა ლაგაზიძე

24.09.24 21:35
“ე.ი. დამირეკეს კორუფციული ბიუროდან, გზავნილია თქვენზეო“ - რას წერს ხათუნა ლაგაზიძე

"აირჩიე ევროპას" დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ანტიკორუფციული ბიუროდან დაურეკეს.

ლაგაზიძე სატელეფონო საუბრის შესახებ იუმორით ჰყვება:

ე.ი. დამირეკეს კორუფციული ბიუროდან, გზავნილია თქვენზეო. მეთქი: წერილია თუ სიხარული რაჟდენისგან, დეიბნა ბრინჯივით ბაღანა, ხვალე გამომიარეთ-თქო - დავუბარე,“- წერს ლაგაზიძე.

შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და ორგანიზაცია "აირჩიე ევროპა" საარჩევნო პროცესის მონაწილეებად გამოაცხადა და ფინანსური გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის წარდგენა 5 დღის ვადაში მოსთხოვა. კუპრაშვილის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამ ორგანიზაციების მიმართ " სხვა ზომებს" გამოიყენებს. რა ზომებზეა საუბარი, ანტიოკრუფციულის ხელმძღვანელს აღარ დაუკონკრეტებია. 

აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციებიდან პოლიტიკური ნება არცერთს გაცხადებული არ აქვს. 

მსგავსი სიახლეები