სახალხო მობილიზაცია ხმების დასაცავად - 26 ოქტომბრის არჩევნებს მოქალაქეების უპრეცედენტო რაოდენობა დააკვირდება
სახალხო მობილიზაცია ხმების დასაცავად დაწყებულია - 2024 წლის არჩევნებს, ისტორიაში პირველად, რიგითი მოქალაქეების უპრეცედენტო რაოდენობა დააკვირდება.
სამოქალაქო საზოგადოების წევრები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ჟურნალისტები - ყველა ერთიანდება იმისთვის, რომ საკუთარი მოქალაქეების ხმები დაიცვან.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ყველას მოუწოდებენ, სანამ დროა, უფრო და უფრო მეტი ადამიანი დარეგისტრირდეს დამკვირვებლად და ასევე, ყველა მივიდეს საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს არის ისტორიული არჩევნები, სადაც ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ბედი წყდება.
26 ოქტომბერს, პირდაპირი გაგებით, წყდება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი. საქართველომ სახელმწიფოებრიობა ბოლოს 1921 წელს დაკარგა და ახლა არის ძალიან დიდი საშიშროება, რადგან მოგესენებათ, რუსეთის ველური იმპერია როგორ ძალადობს, მთელ მსოფლიოზე. აქედან გამომდინარე, მე პირადად, როგორც მოქალაქე, მაქვს ეს პასუხისმგებლობა, რომ სათითაო ხმა დავიცვა“,- ამბობს რეჟისორი, ბესო სოლომონაშვილი.
ეს არჩევნები არ არის ოპტიმალური არჩევნები, ეს არის გადამწყვეტი არჩევნები ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ რაღაცა ფორმით ჩავრთულიყავი, რომ ეს არჩევნები იყოს ისეთი, როგორიც ევროპულ ქვეყანას ეკადრება. საქართველოს ადგილი არის ევროპა. მეორეს მხრივ, კი არის ის ჭაობი და უფსკრული, სადაც შეიძლება აღმოვჩნდეთ., შესაბამისად , ყველას მოვუწოდებ, მივიდეს არჩვენებზე და დააფიქსიროს თავისი არჩევანი“,- აცხადებს ჟურნალისტი, სანდრო ცნობილაძე.
ახალი დამკვირვებლების გადასამზადებლად ორგანიზაცია „საქართველო ირჩევს ევროკავშირს" -მა უკვე დაიწყო. კოიალიცია, რომელიც 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, საინფორმაციო შეხვედრას იმ ტრენერებთან მართავს, ვინც გადამწყვეტ არჩევნებზე დამკვირვებლად რეგისტრირებული 3500-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის მსახიობები, რეჟისორები და საზოგადოების ცნობილი სახეები უნდა გადაამზადონ.