ამერიკელი სენატორები: ეკა გიგაური მისი ბოლო განცხადების გამო ისჯება
ამერიკელი სენატორები რაჟდენ კუპრაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორის მიერ 12 სექტემბერს, სენატში გაკეთებულ მამხილებელ განცხადებებს უკავშირებენ.
ამერიკელი პოლიტიკოსები პირდაპირ წერენ, რომ ეკა გიგაურს ხელისუფლება სენატში გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადების გამო "სჯის".
ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა" და "აირჩიე ევროპას" ეწოდოს "დეკლარირებულ საარჩევნო მიზნის მქონე" სუბიექტი.
ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ემზადებიან საქართველოში მოახლოებული არჩევნების მონიტორინგისთვის, მაგრამ არ არიან მონაწილეები საარჩევნო კონკურსში. ეს ორგანიზაციები მხარს უჭერენ დემოკრატიას, მიუხედავად იმისა, თუ ვის აძლევს ხმას ხალხი.
არაკეთილსინდისიერებაა, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორი, ეკა გიგაური ისჯება მისი ბოლო განცხადების გამო, რომელიც 12 სექტემბერს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე გააკეთა, სახელოწდებით -"ანტიარასამთავრობო ორგანიზაციების კანონები და დემოკრატიული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები".
საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება კი ადასტურებს, რომ ავტოკრატიული მთავრობები ბოროტად იყენებენ კანონებს დამოუკიდებელი ხმების დასასჯელად", - ვკითხულობთ განცხადებაში.
რამდენიმე კვირის წინ ანტიკორუფიულმა ბიურომ საქალაქო სასამართლოს მიმართა და "აირჩიე ევროპასა" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ფინანსურ დოკუმენეტბზე წვდომა ითხოვა. მოთხოვნა საქალაქო სასამართლომ ზეიპირი მოსმენის გარეშე დააკმაყოფილა.