ვიბრუნებთ სიამაყეს და ღირსებას - პრემიერი გაეროში

26.09.24 09:08
ვიბრუნებთ სიამაყეს და ღირსებას - პრემიერი გაეროში

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძე "ღირსებასა და სიამაყეზე" საუბრობს.

9 წუთიან სიტყვაში ოკუპირებული ქვეყნის მთავრობის მეთაურმა ოკუპაცია ერთხელ ახსენა. თქვა, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია, თუმცა თავად ოკუპანტი ქვეყანა - რუსეთი არ უხსენებია.

კობახიძემ გამოსვლის დიდი ნაწილი "მშვიდობის მნიშვნელობაზე", ეკონომიკურ წინსვლასა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით გადაჭრაზე საუბარს დაუთმო: 

ჩვენ ყოველთვის ვანიჭებთ პრიორიტეტს ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს. შედეგად, ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენი ერის სიამაყეს - სიამაყეს და ღირსებას, რომელიც 3 000-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანამ დაიმსახურა.

ბოლო 2 წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩვენი რეგიონისთვის. მაშინ, როცა ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ გლობალურ გამოწვევებზე, როგორიცაა განვითარება და პრობლემების გადაჭრა, უკრაინაში მიმდინარე ომმა წარმოშვა უპრეცედენტო მასშტაბის
 გაურკვევლობა და ჰუმანიტარული კრიზისი.

ვაცნობიერებთ რა საკუთარი გამოცდილებიდან, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მშვიდობა, ჩვენ სათავეში ვუდგავართ ძალისხმევას, რომლის მიზანიცაა უშუალოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონის გარდაქმნა კონფლიქტების რეგიონიდან შესაძლებლობების რეგიონად.

ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება"- თქვა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები