პრეზიდენტი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" სამარცხვინოა და ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიჰყავს
საქართველოს პრეზიდენტი "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერებს "სამარცხვინოს" უწოდებს.
პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ივანიშვილის გუნდს ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიჰყავს და ამისთვის საბჭოთა КГБ-ს მეთოდებს იყენებს.
საუბარია "ქართული ოცნების" საარჩევნო პროპაგანდაზე, რომელმაც რუსეთის მიერ დაბომბილი უკრაინული ქალაქების ფოტოების ქუჩაში გამოფინა:
ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს… რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ! … “ღირსებით” ჯოჯოხეთისკენ!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ბოლო რამდენიმე სააათია, ქვეყანაში ახალი ბანერები გაჩნდა - "ქართული ოცნება" საარჩევნო პროპაგანდისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენებების ფოტოებს იყენებს.