"ადეიშვილის ხელის ბიჭობას ისე არ ჩაუვლია" - ხიდაშელი მიქანაძეს

27.09.24 17:17
"ადეიშვილის ხელის ბიჭობას ისე არ ჩაუვლია" - ხიდაშელი მიქანაძეს

გივი მიქანაძის მიერ თინა ხიდაშელის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი პასუხობს - თინა ხიდაშელი "ქართული ოცნების" წევრის განცხადებას, რომ "სამოქალაქო იდეა" ოპოზიციურ პარტიებთან არის კავშირში, სამწუხაროს უწოდებს.

ხიდაშელი, რომელიც წლების წინ მმართველი პარტიის რიგებში ირიცხებოდა, "პირველებთან" საუბრის დროს აცხადებს, რომ გივი მიქანაძეს ადეიშვილის დამღა ამ დრომდე არ მოშორებია.

"ადეიშვილის ხელის ბიჭობას ისე არ ჩაუვლია" - ამბობს ხიდაშელი.

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ახალგაზრდა კაცი, რომელზეც განცდა გაქვს, რომ უზარმაზარი... ეს ბავშვები ჩემს ხელში გაიზარდნენ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თაობა, რომელსაც მიქანაძეც ეკუთვნოდა, მაგრამ ადეიშვილის "ხელის ბიჭობას" ისე არ ჩაუვლია. ეს მუდმივი დავღაა, რომელიც ადამიანებს აქვთ ხოლმე, ამიტომ ვულოცავ მას ამ ფლანგზე გადმონაცვლებას. არ არის პრობლემა, დავეხმარები აუცილებლად, როდესაც არჩევნების შემდეგ გაუჭირდება, შეუძლია დამირეკოს", - ამბობს ხიდაშელი.

"ქართული ოცნების" ახალი იერიში სადამკვირვებლო მისიებზე - ივანიშვილის პარტიამ სამიზნეში ის არასამთავრობო ორგანიზაციები ამოიღო, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესს აკვირდებიან. გივი მიქანაძის სამიზნეში თინა ხიდაშელის "სამოქალაქო იდეა" და კიდევ 25 არასამთავრობო ორგანიზაცია მოხვდა.

სახელისუფლები გუნდის წარმომადგენლის თქმით, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ქვეყანაში 49 სადამკვირვებლო მისიაა დარეგისტრირებული, საიდანაც, მისი მტკიცებით, 26 ოპოზიციურ პარტიებთან არის კავშირში.

მიქანაძემ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდა, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიწოდებუილ ინფორმაციები არ გაითვალისწინონ. 

მსგავსი სიახლეები