აქუბარდიას თქმით, "ოცნების" პოლიტიკის გამო, ამერიკასთან ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვაა მოსალოდნელი

28.09.24 13:27
აქუბარდიას თქმით, "ოცნების" პოლიტიკის გამო, ამერიკასთან ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვაა მოსალოდნელი

"გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია "ქართულ ოცნებას" ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობისთვის საფრთხის შექმნაში ადანაშაულებს - ყოფილი პრემიერის გუნდის წევრი ფიქრობს, რომ დასავლელ პარტნიორთან ურთიერთობების ნაკლებობა მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიულმა რიტორიკამ განაპირობა.

თეონა აქუბარდია ივანიშვილის ხელისუფლებას ბრალს კრიზისის გაღრმავებაში სდებს და ვარაუდობს, რომ "ქართული ოცნების" მიერ ძალაუფლების განახგრძლივებისთვის ავტორიტარული მეთოდების გამოყენებას შტატების მხრიდან საპასუხო რეაგირება მოყვება. 

საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა დგას იმ საძირკველზე, რასაც დემოკრატიული ღირებულებები ჰქვია. ''ქართულმა ოცნებამ'' ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური რიტორიკით დიდი საფრთხე შეუქმნა ამ გზას. ურთიერთობების დაძაბვა დამატებით არის მოსალოდნელი. ''ქართული ოცნება'' კიდევ უფრო აღრმავებს დემოკრატიის კრიზის და ავტორიტარულ მეთოდებს იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ეს ნაბიჯები, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ, ''ქართული ოცნების'' და ივანიშვილის წინააღმდეგ იქნება და არა ქართველი ხალხის", - ამბობს თეონა აქუბარდია.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, ტომ სალივანი "ქართულ ოცნებას" აფრთხილებს, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, ამას შეერთებული შტატების საპასუხო რეაქცია მოჰყვება.

ტომ სალივანის კომენტარს პლატფორმა "X"-ზე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, შტატები ირაკლი კობახიძესთან და "ქართული ოცნების" ოფიციალურ პირებთან ნიუ-იორკში ჩაშლილ შეხვედრებს, ივანიშვილის გუნდის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს უკავშირებს.

მსგავსი სიახლეები