საქართველოს პრეზიდენტის მწვავე გზავნილები პარიზიდან - რას ამბობენ "ოცნებაში"

28.09.24 13:35
საქართველოს პრეზიდენტის მწვავე გზავნილები პარიზიდან - რას ამბობენ "ოცნებაში"

საქართველოს პრეზიდენტის მწვავე გზავნილები პარიზიდან - "ოცნებაში" ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები პოლარიზაციის გაღრმავებას ემსახურება. 

ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი საერთაშორისო დონეზე აჟიოტაჟის გამოწვევას ცდილობს და ირწმუნება, რომნ სალომე ზურაბიშვილი "კოლექტიური ''ნაცმოძრაობის" ხაზით მოქმედებს"

ქალბატონმა ზურაბიშვილმა მიგვაჩვია თავისი ასეთი ნეგატიური რიტორიკით ბოლო თვეების, ბოლო წლების განმავლობაში ახლა თუ გადავხედავთ, რაღაც ასეთი პოზიტივი არ შეუტანია ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობაში. ყოველთვის მისი განცხადებები თავიდან ბოლომდე ეფუძნება იმას, რომ გააღრმაოს პოლარიზაცია ჩვენ მოსახლეობაში და ეცადოს, რომ რაღაც ტიპის აჟიოტაჟი გამოიწვიოს. ფაქტობრივად, იგი თავიდან ბოლომდე არის იმ ხაზიდან გამომდინარე, რასაც ატარებს კოლექტიური ''ნაცმოძრაობა'' და მთლიანად რადიკალური ოპოზიცია. იგი იმპიჩმენტისგან იხსნა ნაციონალურმა მოძრაობამ, შესაბამისად რაღაცა ვალდებულებებს გრძნობს მათ მიმართ. პასუხისმგებლობას გრძნობს და შესაბამისად ვალდებულია, რომ იმოქმედოს მათი ხაზით. გერმანიაში, კეთილ ფრენავ ვუსურვებ პირველ რიგში. იქიდანაც, რომ რაღაც ნეგატიური გზავნილებით წამოვა, ქალბატონი ზურაბიშვილისგან ეწვი ამაში არავის არ ეპარება''. - ამბობს ლევა მაჭავარიანი. 

პრეზიდენტი გერმანიაში მიემგზავრება - სალომე ზურაბიშვილი 30 სექტემბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.

ვიდრე იქნება ბერლინი, იყო პარიზი, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა "ოცნება", კიდევ ერთხელ შეადარა "კოშმარს", რომელიც მისი თქმით, 26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს. 

სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი მეგობრებისთვის გამოცხადებულ ომში ამხილა. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ოლიგარქმა კრემლის დირექტივა შეასრულა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების შემდეგ, ოკუპანტი ქვეყნის დამშვიდება დაიწყო.

პრეზიდენტის გზავნილები პარიზიდან:

მსგავსი სიახლეები