სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაარქვა ყველაფერს თავის სახელი - ლილუაშვილი
სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაარქვა ყველაფერს თავის სახელი - ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის უმკაცრეს გზავნილებს საფრანგეთიდან.
ლილუაშვილი ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ საქართველო იზოლაციაში მოაქცია, რის ფასსაც ქვეყანა იხდსი. სწორედ ამიტომ, ოპოზიციონერი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე სწორი არჩევანი გააკეთოს.
პრეზიდენტი ქვეყნის შიგნით უკვე დიდი ხანია საუბრობს ''ქართული ოცნების'' გაუკუღმართებაზე, რომ ის ჩამოყალიბდა ფაქტობრივად ერთ მუჭა ადამიანებად, რომლებიც დაცლილი არიან ყველანაირი ღირებულებებისგან და ერთადერთი მოტივი, რაც ამოძრავებთ ეს არის ძალაუფლების გახანგრძლივება და ამისთვის ყველაზე მოკლე გზა მათი წარმოდგენით არის ქვეყანაში ავტოკრატიული რეჟიმის დამყარება. სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაარქვა ყველაფერს თავის სახელი. სამწუხაროდ, ''ქართული ოცნება'', დღეს უკვე, ამ ქვეყნის ხელისუფლება იმდენად იზოლირებულია, რომ მას საერთოდ შეიძლება არც ესმოდეს ამ იზოლაციის ფასი და ამ ყველაფრის ფასის გადახდა მოუწევს ქვეყანას. ესე, რომ არ მოხდეს ყველამ არჩევნებზე უნდა ვიაქტიუროთ", - განაცხადა ლილუაშვილმა.
პრეზიდენტი გერმანიაში მიემგზავრება - სალომე ზურაბიშვილი 30 სექტემბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.
ვიდრე იქნება ბერლინი, იყო პარიზი, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა "ოცნება", კიდევ ერთხელ შეადარა "კოშმარს", რომელიც მისი თქმით, 26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.
სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი მეგობრებისთვის გამოცხადებულ ომში ამხილა. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ოლიგარქმა კრემლის დირექტივა შეასრულა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების შემდეგ, ოკუპანტი ქვეყნის დამშვიდება დაიწყო.
პრეზიდენტის გზავნილები პარიზიდან: