შტატებისგან ისმის გაფრთხილებები და მეგობრული რჩევები, რათა "ოცნება" გონს მოეგოს - კორძაია

28.09.24 15:21
შტატებისგან ისმის გაფრთხილებები და მეგობრული რჩევები, რათა "ოცნება" გონს მოეგოს - კორძაია

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან "ქართული ოცნების" მისამართით გაკეთებული განცხადებები ერთგვარი გაფრთხილებაა იმისთვის, რომ მმართველი პარტია გონს მოეგოს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩევლის გუშინდელი კომენტარის უკან მეგობრულ რჩევას ხედავს, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს იმისთვის, რომ დასავლელი პარტნიორის აქტიური მხარდაჭერა არ დაკარგოს.

ძალიან მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის ის, რომ ყოველ დღე უწევთ ამერიკელ პარტნიორებს შეხსენება და იმის გამეორება, რომ ისინი არიან საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების მიმართ მეგობრულები, პარტნიორები და რომ არ გაფუჭდეს ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად ახსენებენ, რომ გადაუხვიეს დასავლურ კურსს და დემოკრატიულ ღირებულებებს. საპასუხოდ ჩვენ ვერ ვხედავთ იმას, რომ ვინმეს ''ქართული ოცნებიდან'' ესმის ჯერ კიდევ გაფრთხილებები და მეგობრული რჩევები, რომ გონს მოეგონ და არ დაკარგონ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა", - ამბობს თამარ კორძაია.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, ტომ სალივანი "ქართულ ოცნებას" აფრთხილებს, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, ამას შეერთებული შტატების საპასუხო რეაქცია მოჰყვება.

ტომ სალივანის კომენტარს პლატფორმა "X"-ზე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, შტატები ირაკლი კობახიძესთან და "ქართული ოცნების" ოფიციალურ პირებთან ნიუ-იორკში ჩაშლილ შეხვედრებს, ივანიშვილის გუნდის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს უკავშირებს.

მსგავსი სიახლეები