ივანიშვილს არჩევანის გაკეთება მოუწევს - გოგიჩაიშვილი
პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი "პირველებთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედ ის ადამიანია, რომელსაც სანქციების ყველაზე მეტად ეშინია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის შიშს დასავლეთსა და ევროპაში მისსავე ქონებას უკავშირებს, რომელსაც დასანქცირების შემთხვევაში ივანიშვილი დაკარგავს.
"ივანიშვილი ფულის გამო ყველაფერს გაწირავს" - ამბობს ყოფილი პრემიერის გუნდის წევრი.
ამერიკას დიდი რესურსი აქვს, განსაკუთრებით, ძალიან აშინებს სანქციები ივანიშვილის იმიტომ, რომ ნაწილი მისი კაპიტალის არის დასავლეთში. შესაბამისად ბიძინა ივანიშვილი ფულის გამო ყველაფერს გაწირავს. ამიტომ მას არჩევანის გაკეთება მოუწევს, ან იტაცებს არჩევნებს და აქვს პრობლემები, ან უბრალოდ ატარებს აჩვენებს და როგორც დამთავრდება იმის მიხედვით ვითარდება ქვეყანა", - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, ტომ სალივანი "ქართულ ოცნებას" აფრთხილებს, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, ამას შეერთებული შტატების საპასუხო რეაქცია მოჰყვება.
ტომ სალივანის კომენტარს პლატფორმა "X"-ზე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, შტატები ირაკლი კობახიძესთან და "ქართული ოცნების" ოფიციალურ პირებთან ნიუ-იორკში ჩაშლილ შეხვედრებს, ივანიშვილის გუნდის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს უკავშირებს.
მსგავსი სიახლეები
წითლიძე "გახმაურებულ მკვლელობებზე" პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებს და მის გამოკითხვას ითხოვს
"ივანიშვილი არის მკვლელი და „ქართული ოცნება“ არის მკვლელების პარტია, რომლებიც 2012 წელს მოვიდნენ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობით და დღემდე აგრძელებენ მკვლელობების სერიას საქართველოში"