ივანიშვილის ბოდიშის გამოძახილი - ნუკრი ნოდია ლავროვის განცხადებაზე
ეს არის გამოძახილი იმ ბოდიშის, რომელიც მოიხადა ბიძინამ და სრულიად საქართველოს ხელისუფლებამ, - ასე აფასებს მოძრაობა "აფხაზეთისთის" წევრი ნუკრი ნოდია სერგეი ლავროვის სკანდალურ განცახდებას. ნოდია საქართველოს საგარეო საქმეთა სმაინისტროს და პრემიერს დაუყოვნებლივ საპასუხო განახდების გაკეტებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, აფხაზეთი და ოსეთი საქართველოს "მეზობელი სახელმწიფოები" არ იქნებიან.
ეს არის გამოძახილი იმ ბოდიშის, რომელიც მოიხადა ბიძინამ და სრულიად საქართველოს ხელისუფლებამ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მიუღებელია და ჩვენ ვითხოვთ, პირველ რიგში, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს გააკეთოს დაუყოვნებლივ ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება. არა მარტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პრემიერ-მინისტრმაც გააკეთოს განაცხდება და რეაგირება მოახდინოს ამ განცხადებაზე. არა და არასდროს ჩვენი მეზობელი სახელმწიფო არ იქნება ოკუპირებული აფხაზეთი და ოკუპირებული ცხინვალი. ჩვენთვის აუცილებელია, რომ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და ვიცხოვროთ, რა თქმა უნდა, აფხაზებთან ერთად,მაგრამ ერთი ქოლგის ქვეშ, საქართველოს ქოლგის ქვეშ, - ამბობს ნუკრი ნოდია.
ივანიშვილის დაანონსებული ბოდიშის შემდეგ რუსეთი ისევ საქართველოს ხელისუფლებას აქებს. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ აფხაზ და ოს ხალხებთან მიმართებით "ქართული ოცნება" წარსულს ადექვატურად აფასებს. ამასთან, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, დაეხმაროს მათ ურთიერთობების ნორმალიზებაში და ხაზს უსვამს, რომ იგულისხმება თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფაც.