ლავროვი თავისი განცხადებით ადასტურებს, რომ შეხმატკბილებით მუშაობს „ოცნებასთან“და ივანიშვილთან - კორძაია
ლავროვი თავისი განცხადებით ადასტურებს, რომ შეხმატკბილებით მუშაობს „ოცნებასთან“და ივანიშვილთან, - ამის შესახებ "ერთიანობის" ლიდერი თამარ კორძაია საუბრობს. მისი თქმით, "სამარცხვინოა", როდესაც რუსი პროპაგანდისტი საქართველოს ხელისუფლებას საქციელს უწონებს.
ლავროვი, რა თქმა უნდა, თავისი განცხადებით ადასტურებს იმას, რომ შეხმატკბილებით მუშაობს „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან. ძალიან სამარცხვინოა „ქართული ოცნებისთვის“ ის, რომ ლავროვი საქართველოს ხელისუფლებას უწონებს თანამშრომლობის სურვილს ე.წ. რუსეთის მიერ აღიარებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან. ამაზე მეტი სირცხვილი, როგორ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ ჭამოს თავისი ქმედების შესაბამისად, - განაცხადა კორძაიამ.
ივანიშვილის დაანონსებული ბოდიშის შემდეგ რუსეთი ისევ საქართველოს ხელისუფლებას აქებს. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ აფხაზ და ოს ხალხებთან მიმართებით "ქართული ოცნება" წარსულს ადექვატურად აფასებს. ამასთან, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, დაეხმაროს მათ ურთიერთობების ნორმალიზებაში და ხაზს უსვამს, რომ იგულისხმება თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფაც.
მსგავსი სიახლეები
წითლიძე "გახმაურებულ მკვლელობებზე" პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებს და მის გამოკითხვას ითხოვს
"ივანიშვილი არის მკვლელი და „ქართული ოცნება“ არის მკვლელების პარტია, რომლებიც 2012 წელს მოვიდნენ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობით და დღემდე აგრძელებენ მკვლელობების სერიას საქართველოში"