ივანიშვილი სახელმწიფო არ არის და ეს უნდა ესმოდეს ყველას - ანა ბუჩუკური

30.09.24 13:47
ივანიშვილი სახელმწიფო არ არის და ეს უნდა ესმოდეს ყველას - ანა ბუჩუკური

“ჩვენთვის ახლა ამოსავალი არის ის, რომ მინიმუმადე იქნას დაყვანილი ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება“, - ასე ეხმაურება “გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური “ოცნებისთვის“ ახალი სანქციების დაწესების მოთხოვნის საკითხს.

ბუჩუკურის თქმით, “ის რომ პერსონალური პასუხისმგებლობები იქნებოდა, ამაზე დიდი ხანია, საუბრობენ.“

ის რომ პერსონალური პასუხისმგებლობები იქნებოდა, ამაზე დიდი ხანია, გიორგი გახარიაც საუბრობს. ჩვენთვის ახლა ამოსავალი არის, რომ მინიმუმადე იქნას დაყვანილი ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება. ივანიშვილი სახელმწიფო არ არის, ისევე, როგორც სააკაშვილი არ იყო სახელმწიფო, ეს უნდა ესმოდეს ყველას“,- განაცხადა ბუჩუკურმა.

ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი  და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმსრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი მიიჩნევენ, რომ ქართული დემოკრატიის გადასარჩენად, ბაიდენმა ოლიგარქები უნდა დაასანქციროს. 

კელი და კრამერი ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, მკაცრი ზომები მიიღოს პრორუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელსაც ავტორიტარული მმართველობით ქვეყანა დამანგრეველ გზაზე რუსეთისკენ მიჰყავს.

მსგავსი სიახლეები