აღმოჩენილია კიდევ ორ მილიონ ლარზე მეტი, რომელიც კახა კალაძის ანგარიშებიდან გაქრა

30.09.24 16:06
აღმოჩენილია კიდევ ორ მილიონ ლარზე მეტი, რომელიც კახა კალაძის ანგარიშებიდან გაქრა

აღმოჩენილია კიდევ ორ მილიონ ლარზე მეტი, რომელიც კახა კალაძიის ანგარიშებიდან გაქრა. დეკლარაციის მიხედვით, თბილისის მერმა ეს ფულიც გაასეხა და ერთ წელიწადში უნდა დაებრუნებინათ, რაც დეკლარაციაშიც უნდა ასახულიყო, მაგრამ ფული არ ჩანს.

სად გაქრა ფული კახა კალაძის ანგარიშებიდან?

ოპოზიციაში "ქართული ოცნების" ლიდერის შიშებს მოსალოდნელ სანქციებს უკავშირებენ. "ქართული ოცნების" ოპონენტების თქმით, კალაძე სრულ მზადყოფნაშია, რომ თავისი მილიონები “თან წაიღოს“.

“ოცნების“ ლიდერებს, მათ შორის კალაძეს, ძალიან ეშინიათ მოახლოებული სანქციების. ისინი ყველანირად ცდილობენ თავიანთი უძრავ-მოძრავი ქონება, ანგარიშები და ქეში გადამალონ. ეს პირველი შემთხვევა არაა, მას შარშანაც ჰქონდა გასესხებული 870 ათასი დოლარი, ახლა 4 მილიონ 200 ათასი. ეს ის თანხებია, რომლებიც წლების განმავლობაში, მათ შორის, გროვდებოდა კორუფციული გზებით. ამ 870 ათასი დოლარის დაბრუნება არ ჩანს, ამ 4 მილიონში შედის, ცალკე თანხაა, გაურკვეველია ამ თანხის ბედი - ვინმემ შეაწერა, თუ აჩუქა არ ჩანს. ფაქტია, რომ ეს დეკლარაციები აბსოლუტურად ბუნდოვანია“, - აცხადებს “ერთიანობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ირაკლი ნადირაძე.

გადასულები არიან იმაზე, რომ ბანკებიდან ფული გაიტანონ, სახლში ქეშად დაალაგონ, რომ არ დაუსანქციროს ამერიკამ. სანქცირების შემთხვევაში კალაძე 1 თეთრს ვერ გამოიტანს, მისი ანგარიშებიდან, აქედან გამომდინარე, ის ფაქტობრივად მზად არის, რომ ქვეყნიდანაც წავიდეს, ანუ მზად არის გასაქცევად. ძალიან ბევრ ტყუილს იძახის, შესაბამისად, ამასაც იტყუება, თუ არადა მიუთითოს კონკრეტული კომპანია, ვის ასესხა აღნიშნული თანხა და რამდენ პროცენტში“, - ამბობს კოალიცია “ცვლილებისთვის“ ლიდერი, ბესიკ დონაძე.

თანხის რუსულ რუბლებზე გადახურდავებას და “სბერბანკში“ შეტანას ურჩევს დედაქალაქის მერს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე და ამბობს, რომ “ყველა, ვინც მონაწილეობს ქვეყნის ღალატსა და რუსულ სპეცოპერაციაში, საკუთარ ადგილს ვიცილიზებულ სამყაროში ვეღარ ნახავს“

კალაძე ამ ქალაქის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერია, შესაბამისად, ის თანხები, რომლებიც სხვადასხვა ბანკში და სხვადასხვა ფორმით აქვს გადამალული, სწორედ თბილისის აოხრების ხარჯზე გაკეთებული თანხებია. ამ სანქციების მოახლოების ფონზე, შემიძლია ვურჩიო, რომ დოლარიდან თანხები რუბლებში გადაახურდავოს და წაიღოს რუსეთის “სბერბანკში“, ვინაიდან, ძალიან მალე დადგება ის დრო, როდესაც ყველა, ვინც მონაწილეობს ქვეყნის ღალატსა და რუსულ სპეცოპერაციაში, საკუთარ ადგილს ვიცილიზებულ სამყაროში ვეღარ ნახავს“, - განაცხადა ბუაძემ.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შვეიცარიულ ბანკში გახსნილი ანგარიშები დაცალა - დეკლარაციის თანახმად,  მილიონობით  დოლარი კალაძემ კერძო ხელშეკრულებით გაასესხა, ვისზე საიდუმლოა.

ჩნდება ეჭვი, რომ ეს მოსალოდნელ სანქციებს უკავშირდება. კალაძემ ფული ბანკიდან  იმ დროს გამოიტანა, როცა შეერთებული შტატებში სანქციებზე აქტიურად ალაპარაკდნენ.

მსგავსი სიახლეები