საქართველოს მთავრობა საფრთხეს უქმნის ევროინტეგრაციის ისტორიულ შესაძლებლობას - ფიშერი

30.09.24 19:03
საქართველოს მთავრობა საფრთხეს უქმნის ევროინტეგრაციის ისტორიულ შესაძლებლობას - ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სალომე ზურაბიშვილისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრას ეხმაურება - როგორც ფიშერი პლატფორმა X-ზე წერს, "ქართული ოცნება" ევროინტეგრაციის ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხეს უქმნის. 

გერმანელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ ორ პრეზიდენტს შორის გამართული აუდიენციის დროს, შტაინმაიერმა ზურაბიშვილთან მწუხარება გამოთქვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაერთიანების პროცესის გაყინვის გამო.

დღეს, ბერლინში, პრეზიდენტი შტაინმაიერი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს. მან მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილს ევროინტეგრაციის მკაფიო მხარდაჭერისთვის და მწუხარება გამოთქვა ამ პროცესის ჩავარდნის გამო. საქართველოს მთავრობა საფრთხეს უქმნის ისტორიულ შესაძლებლობას", - წერს ელჩი.

ცნობისთვის, დღეს, 30 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ბერლინში აუდიენციაზე სალომე ზურაბიშვილმა  ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა. საუბარი შეეხო ქართულ დიასპორას, რომელსაც პრეზიდენტის შეფასებით, ხელოვნური ბარიერები ექმნება არჩევნებში მონაწილეობისათვის. 

მსგავსი სიახლეები