პაპუაშვილი პრეზიდენტის მიწვევის გამო პარტნიორებს საყვედურებს
„სალომე ზურაბიშვილის ევროპაში მოგზაურობა კონსტიტუციის დარღვევის, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის ბუკეტია“. - ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
პრეზიდენტის გარდა, დღეს შალვა პაპუაშვილის იერიშის სამიზნე ის დასავლელი პარტნიორებიც გახდნენ, ვინც სალომე ზურაბიშვილს მიწვევა გაუკეთეს.
მეგობრები, რომლებიც მას ეპატიჟებიან, აჩვენებენ, რომ საერთოდ არ სცემენ პატივს ქართველ ხალს - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე სტრატეგიული პარტნირების მისამართით.
ეს არის სამაგალითო შემთხვევაა, რომელიც შეიძლება აღიწეროს, როგორც მაგალითები, როგორ უდიერად ეპყრობა საკუთარ ქვეყანას ადამიანი, რომელსაც ასეთი თანამდებობა აქვს. მთელი ვიზიტის ფარგლებში გავიგეთ, რომ 1. სალომე ზურაბიშვილი არღვევს კონსტიტუციას, იმიტომ, რომ არ აქვს მთავრობის თანხმობა; 2. ჩვენი მეგობრები, რომლებიც მას ეპატიჟებიან, აჩვენებენ, რომ საერთოდ არ სცემენ პატივს ქართველ ხალხს და მის კონსტიტუციას. როცა საუბარი არის ხოლმე და ევროპიდანაც გვესმის, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგანან, ქართველი ხალხი უყვართ, მხარს უჭერენ, რაში გამოიხატება ეს მხარდაჭერა? ქართველი ხალხის კონსტიტუციას რომ არღვევინებ ადამიანს და ხარ ამის თანამონაწილე?"- ამბობს პაპუაშვილი.
"გადამწყვეტი არჩევნების წინ საქართველოს წინააღმდეგ ბევრი ძალა მუშაობს" - ამ სიტყვებით გახსნა რამდენიმე წუთის წინ ვარშავის უსაფრთხოების სამიტი საქართველოს პრეზინდეტმა.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად, რუსეთის პროქსად გამოაცხადა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა საფრთხის შემცველია.
- "გადამწყვეტი არჩევნების წინ საქართველოს წინააღმდეგ ბევრი ძალა მუშაობს" - პრეზიდენტი
- საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად, რუსეთის პროქსია - პრეზიდენტი