თელ-ავივში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

02.10.24 09:38
თელ-ავივში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

ისრაელის ქალაქ თელ-ავივში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

44 წლის ემიგრანტი ავტობუსის  გაჩერებაზე იმ დროს ჩაცხრილეს, როდესაც სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.

ილია ნოზაძე კლინიკაში  გადაყვანის, მაგრამ  მრავლობითი ჭრილობების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კაცს სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. 

"საელჩოში შემოვიდა ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ, მიმდინარეობს ოფიციალური არხებით გადამოწმება. ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ შეგვიძლია ინფორმაციის დადასტურება. ადგილზე არის კონსული. გარდაიცვალა კლინიკაში" - ეუბნებიან ტაბულას საქართველოს საგარეო უწყებაში. 

1-ელ ოქტომბერს, საღამოს საათებში თელ-ავივში 2-მა შეიარაღებულმა ტერორისტმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა, სულ მცირე, 7 ადამიანი. დაშავებულთაგან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.