ანტიკორუფციულმა „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი ორგანიზაცია „აირჩიე ევროპასაც" მოუხსნა
ანტიკორუფციულმა ბიურომ „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი ორგანიზაცია „აირჩიე ევროპას“, მის დამფუძნებელ ხათუნა ლაგაზიძეს და თანადამფუძნებლებსაც გაუუქმა.
ჩვენ არ გვინდა, რომ შერჩევითი სამართალი არსებობდეს, ამ შემთხვევაში, მათ მიმართაც გავავრცელებთ აღნიშნულ დათქმას, - განმარტა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ რაჟდენ კუპრაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის მოწოდებიდან რამდენიმე საათში, ანტიკორუფციულმა ბიურომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა.
რაჟდენ კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" მიიღო.
მსგავსი სიახლეები
რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმა
2026 წლის 13 ივლისს ვაჟა უსანეთაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი ჩაურიცხა. ზუსტად იმავე დღეს, მისმა კომპანიამ (შპს „არსაკიძე-2000“) ისნის გამგეობისგან 712 000-ლარიანი ტენდერი მიიღო.