ჰქონდა თუ არა ტრამპთან შეხვედრის მცდელობა - რას ამბობს კობახიძე
პრემიერი თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელს ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ბაიდენის უარის შემდეგ ტრამპთან შეხვედრის მცდელობა არ ჰქონია.
პრემიერი ირწმუნება, რომ ხიდაშელის გავრცელებული ინფორმაცია ისეთივე სიცრუეა, როგორიც, მისი მტკიცებით, ცოტა ხნის წინ "თაღლითი ხაზარაძის" გუნდში გააკეთდა.
იქ საუბარი იყო მხოლოდ გაეროს ფორმატში შეხვედრებზე. ყველა დანარჩენ შეხვედრასთან თუ მცდელობასთან დაკავშირებით საუბარი არის სრული სიცრუე. ჩვეულებრივი ტყუილია. მანამდე ითქვა ის, რომ თითქოს ჩვენ ვცდილობდით ისრაელი ხელისუფლების გამოყენებით, ესეც „ლელოს“ მხრიდან მოდიოდა, ერთ-ერთი ექსპერტის, ეს ინფორმაცია, თითქოს ჩვენ ისრაელის დახმარებით ვცდილობდით შეხვედრების ორგანიზებას. ზუსტად ასეთივე ტყუილია, ხაზარაძის, თაღლითის ხელწერაა, - ამბობს პრემიერი.
ბაიდენის უარის შემდეგ კობახიძე ტრამპთან შეხვედრას ცდილობდა - ამის შესახებ “ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა თქვა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეს მცდელობაც კრახით დასრულდა.