მეზვრიშვილი: პროკურატურას მოვუწოდებთ, კობახიძის საქმიანობა შეისწავლოს
კობახიძის განცხადებამ ცხადყო, რომ აღარც სახელმწიფო და აღარც ინსტიტუტები გვაქვს, - ამის შესახებ "საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. ოპოზიციონერი ლიდერი დარწმუნებულია, რომ სადამკვირვებლო მისიების შეზღუდვის და შემდეგ ამ შეზღუდვის გაუქმების გადაწყვეტილებაც პრემიერმა მიიღო. მეზვრიშვილის თქმით, მსგავსი შინაარსის გადაწყვეტილებები სწორედ კობახიძის კაბინეტში იწერება.
ოპოზიციონერი ლიდერი პროკურატურას მოუწოდებს, კობახიძის საქმიანობის კანონიერებით დაინტერესდეს.
გუშინ პრემიერად წოდებულმა კობახიძემ გააკეთა განცხადება, რაც ყველაზე ცხადად ადასტურებს, რომ აღარც სახელმწიფო გვაქვს და აღარც ინსტიტუტები. სადამკვირვებლო მისიების როგორც შეზღუდვის, ისე დაშვების გადაწყვეტილებაც მიიღო არა ანტიკორუფციულმა ბიურომ, არამედ ივანიშვილის მწერალმა კობახიძემ. უშუალოდ მის კაბინეტში იწერება არა მხოლოდ ანტიკორუფციული ბიუროს, არამედ ცესკოს და სახალხო დამცველის განცხადებებიც. მე მივუწოდებ პროკურატურას, რომ დაინტერესდეს პრემიერის პოსტზე გამწესებული ამ ადამიანის საქმიანობის კანონიერებით, რომელიც უკვე მერამდენედ სჩადის უკანონობას, უკვე მერამდენედ იკვეთება უკანონობის გადამეტების ნიშნები, - ამბობს მეზვრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი დღეს, ორ ოქტომბერს მოუხსნა.
ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" მიიღო.
ანტიკორუფციულის შეფის გადაწყვეტილებას წინ ირაკლი კობახიძის მიმართვა უძღოდა - პრემიერმა კუპრაშვილს ორგანიზაციისთვის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით მიმართა.