ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება დასტურია იმისა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება სანქციების და მარცხის საფრთხეს გრძნობს - სანიკიძე

03.10.24 11:58
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება დასტურია იმისა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება სანქციების და მარცხის საფრთხეს გრძნობს - სანიკიძე

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერი, ლევან სანიკიძიძე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლითაც რაჟდენ კუპრაშვილის უწყებამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და "აირჩიე ევროპას" გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოხსნა.

ლევან სანიკიძის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება დასტურია იმისა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება სანქციების და მარცხის საფრთხეს გრძნობს.

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება არის იმის ნათელი დასტური, რომ ივანიშვილის ხელისუფლება გრძნობს სანქციების საფრთხეს, მარცხის საფრთხეს; ივანიშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი თვისება ის არის, რომ საკვანძო საკითხში ერიდება ხოლმე უკანდახევას, მაგრამ მათ ამ გადაწყვეტილების მიღება მაინც მოუწიათ, რადგან ეგონათ, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნება და, მათ შორის, დასავლელი პარტნიორების, ხაზს ვუსვამ, ქართველი ერისთვის დახმარების გაწევა და არა რომელიმე პარტიის, მათთვის, როგორც ჩანს, ხუმრობად ითვლებოდა და როდესაც ეს უკვე რეალობად იქცა, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ამ საკითხზე ხუმრობა აღარ ღირს და მათი მხრიდან გასატარებელია ისეთი ზომები, რომლებიც გადაარჩენს მათ კოლაფსისგან და ხელისუფლების ჩამოშლისგან", - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი დღეს, ორ ოქტომბერს  მოუხსნა.

ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" მიიღო. 

ანტიკორუფციულის შეფის გადაწყვეტილებას წინ  ირაკლი კობახიძის მიმართვა უძღოდა - პრემიერმა კუპრაშვილს ორგანიზაციისთვის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით მიმართა.  

მსგავსი სიახლეები