რა მისიით წავიდა მეუფე იაკობი ამერიკაში - რას ამბობენ "ოცნების" დეპუტატები
მმართველი პარტიის წევრებმა არ იციან, რა მისიით წავიდა მეუფე იაკობი ამერიკაში. დახურული აუდიენციის შესახებ ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს საპატრიარქო.
ივანიშვილის პარტიაში ამბობენ, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების დალაგება ყველას პასუხიმგებლობაა. თუმცა "ოცნების" რიგებში ისეთებიც არიან, ვინც ფიქრობს, რომ ამერიკასთან დასალაგებელი არაფერია.
არ ვარ საქმის კურსში, ვერ გეტყვით, ჩვენ ყველა უნდა ვცდილობდეთ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა იყოს კარგი და ეს დალაგდება. ქვეყანა არის ეროვნულ-ბეროვნული ისტორიულად და ამას ნუ ვუღალატებთ. საოზგადოება არის მთელი თავის განწყობაში. ყველა უნდა ზრუნავდეს ქვეყანაზე", - ამბობს ლადო კახაძე.
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი და CDD-ის დირექტორი ქეთევან ჩაჩავა დღეს, 3 ოქტომბერს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს, ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდებიან.
შეხვედრა ადგილობრივი დროით 11:30-ზე, თბილისის დროით კი 19:30-ზეა ჩანიშნული და ის მედიისთვის დახურულია.
იქნება თუ არა სასულიერო პირი შუამავლი ბიძინა ივანიშვილსა და შტატებს შორის? - ეს ახლა მთავარი კითხვაა.