"ივანიშვილის მიერ მშვიდობის მტრედად არის გაგზავნილი" - გოცირიძე მეუფე იაკობის ამერიკაში ვიზიტზე
"ივანიშვილის მიერ მშვიდობის მტრედად არის გაგზავნილი" - ასე ეხმაუმრება მეუფე იაკობის ამერიკაში ვიზიტს "ევროოპტიმისტების" ლიდერი, რომან გოცირიძე.
გოცირიძე ვარაუდობს, რომ ბოდბელი მთავარესპისკოპოსისა და სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელის შეხვედრის მთავარი თემა სანქციები იქნება.
რა თქმა უნდა, ის გაგზავნილია მშვიდობის მტრედად, რა თქმა უნდა, ივანიშვილის მიერ, ოღონდ კობახიძის მეშვეობით. ალბათ, მიდის საუბარი იმის თაობაზე, რომ არ დასანქცირდნენ ეს პირები, ვინაიდან გარდაუვალია ივანიშვილის დასანქცირება. ურთიერთობების შესარბილებლად გაუშვეს ალბათ ეს ადამიანი, განსაკუთრებით იმ სკანდალის შემდეგ, როდესაც სუფრიდან გამოაგდეს კობახიძე", - ამბობს რომან გოცირიძე.
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი და CDD-ის დირექტორი ქეთევან ჩაჩავა დღეს, 3 ოქტომბერს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს, ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდებიან.
შეხვედრა ადგილობრივი დროით 11:30-ზე, თბილისის დროით კი 19:30-ზეა ჩანიშნული და ის მედიისთვის დახურულია.
იქნება თუ არა სასულიერო პირი შუამავლი ბიძინა ივანიშვილსა და შტატებს შორის? - ეს ახლა მთავარი კითხვაა.