ყოველდღე ვხედავთ, როგორ უწევს საელჩოს “რუსული ოცნების“ ტყუილები ამხილოს - სალომე სამადაშვილი
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ამერიკის საელჩოს მხრიდან მკაფიო ნათქვამია, რომ ივანიშვილმა პირადი ინტერესები სახელმწიფოზე მაღლა დააყენა და შესაბამისად, “ქართველმა ხალხმა უნდა აღიქვას ის, რომ ოცნებამ საკუთარი რესურსი და თავი ამოწურა და ამ დეზინფორმაციულ კამპანიას პასუხი 26 ოქტომბერს უნდა გასცეს.“
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილის თქმით, ყოველდღე ვხედავთ, როგორ უწევს საელჩოს ამხილოს “რუსული ოცნების“ ტყუილები.
ელჩს უწევს ზუსტად ისე შეეცადოს გაანეიტრალოს ოცნების ტყუილი პროპაგანდა, როგორც ხშირად უწევდათ და დღესაც უწევთ რუსეთში, რადგან საქართველოს დღეს მართავს რეალურად ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ემსახურება მოსკოვს და პუტინის ინტერესებს. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, როგორ უწევს საელჩოს ამხილოს “რუსული ოცნების“ ტყუილები და მათ შორის ის ტყუილი, თითქოს, ადმინისტრაციის შეცვლა, რამე შეცვლის საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობებეში“,- განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, ალერიკის ელჩმა, რობინ დანიგანმა “რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ “იდეას, რომ აშშ-ის არჩევნებით რამე შეიცვლება საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაში ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია, რადგან დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის, თანხმობა არსებობს და ისინი შეშფოთებულები არიან „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო.
დანიგანი ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას, არათუ ემხრობიან სენატორები, რესპუბლიკური პარტიიდან, არამედ შეერთებული შტატების მხრიდან, უფრო მკაცრ ნაბიჯებს ითხოვენ.