ქართველმა ხალხმა დიდი ხანია იცის, რომ ივანიშვილმა პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესს ამჯობინა - გეგელია

04.10.24 13:38
ქართველმა ხალხმა დიდი ხანია იცის, რომ ივანიშვილმა პირადი ინტერესი სახელმწიფო ინტერესს ამჯობინა - გეგელია

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია აშშ-ის ელჩის, დანიგანის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მაღალი რანგის დიპლომატი ივანიშვილზე ასეთ მკაცრ შეფასებას აკეთებს.

გეგელიას თქმით, ის, “რომ ივანიშვილმა პერსონალური ეგო და პირადი ინტერესი მრავალჯერ ამჯობინა საქართველოს სახელმწიფო ინტერესს, დიდი ხანია, ქართველმა ხალხმა იცის.“

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მაღალი რანგის დიპლომატი აცხადებს, იმას, რაც ქართველმა ხალხმა დიდი ხანია იცის - ივანიშვილმა პერსონალური ეგო და პირადი ინტერესი მრავალჯერ ამჯობინა საქართველოს სახელმწიფო ინტერესს.

მივედით იმ ფაზამდე, როდესაც ელჩებს ტყუილების დევნა უწევთ. ელჩს იმის ახსნა მოუწია, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის შესაძლო ცვლილება, არავითარ ქმედით გავლენას არ იქონიებს, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე, განაცხადა გეგელიამ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი “რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ “თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებს“.

დანიგანი პრობლემად მიიჩნევს იმასაც, რომ “პირი, რომელიც მართავს მთავრობასა და მმართველ პარტიას ამ ქვეყანაში, უარს ამბობს შეხვდეს საერთაშორისო მხარეებს“.

ამერიკელმა დიპლომატმა პირდაპირ განაცხადა, რომ ამერიკის არჩევნების შემდეგაც, არაფერი შეიცვლებაა და “ქართული ოცნების“ მისამართით ისეთივე  პოლიტიკა გაგრძელდება, როგორსაც მათი საქმიანობით დაიმსახურებენ.