კალაძე მისი დაცვის მიერ მოქალაქის სავარაუდო ცემის სკანდალზე კომენტარს აკეთებს
"ტყუილია" - ასე პასუხობს თბილისის მერი, კახა კალაძე "პირველების" წყაროს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერის დაცვა, სავარაუდოდ, ფიზიკურად გაუსწორდა იმ მოქალაქეს, რომლის შეძახილებიც კახა კალაძეს არ მოეწონა.
"ქართული ოცნების" წევრი მედიასთან საუბრის დროს ირწმუნება, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"ცოტა სერიოზულები იყავით რა" - ამბობს კალაძე.
ტყუილია. ეგ ისეთივე სიმართლეა, როგორც რამდენიმე დღის წინ ავრცელებდით ინფორმაციას, რომ კობახიძის დაცვამ ამერიკაში ელჩი სცემაო. ცოტა სერიოზულები იყავით რა", - ამბობს კახა კალაძე.
ცნობისთვის, "პირველების" წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ თბილისის მერის დაცვა ფიზიკურად გაუსწორდა მოქალაქეს, რომლის შეძახილებიც კახი კალაძეს არ მოეწონა.
წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში მოხდა, სადაც კახი კალაძე მის გარემოცვასთან ერთად იმყოფებოდა.