არ იყო ჩართული არც ერთ პროცესში - უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილზე

18.03.21 16:07
არ იყო ჩართული არც ერთ პროცესში - უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილზე

ოპოზიციის მოსაზრებას, რომ „ქართულ  ოცნებაში“  გადაწყვეტილებების მიმღები პირი ისევ ბიძინა ივანიშვილია, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.  უმრავლესობა ირწმუნება, რომ ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო და ის პოლიტიკურ პროცესებში აღარ ერთვება.

პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩართული არ ყოფილა, თუმცა ამბობს, რომ  რთული პოლიტიკური ვიტარების ფონზე მისი მოსაზრება საინტერესო იქნებოდა. 

მან დატოვა პოლიტიკა და შესაბამისად, ის არ იყო ჩართული არცერთ პროცესში. ეს იყო  მისი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციას ის დღემდე იცავს პრინციპულად და ასე გაგრძელდება. რა თქმა უნდა, იქნებოდა საინტერესო მისი რჩევები ამ ვითარებაში, მაგრამ ეს იყო მისი პრინციპული პოზიცია, ჩვენ გვაქვს შეგნებულად დისტანცია დაკავებული - აცხადებს კობახიძე.

უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანის თქმით, ოპოზიციას რეალობასთან შეგუება უჭირს.

ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განაცხადი პოლიტიკიდან და პარტიიდან თავმჯდომარეობიდან წასვლაზე, შესაბამისად, ის ჩართული პროცესში არ არის. რეალობის აღქმა უჭირთ და უჭირთ იმ რეალობასთან შეგუება, რომელიც არ აწყობთ. ამის გამო აკრიტიკებენ დასავლეთს, აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილს, გვაკრიტიკებენ ჩვენ და ა.შ. , - ამბობს ბექა დავითულიანი
 

მსგავსი სიახლეები