პირდაპირ ეთერში ვუყურებთ ოპერაციას, რომელსაც "ოცნება" არჩევნების მიტაცების მიზნით გეგმავს - დათუნაშვილი

05.10.24 13:35
პირდაპირ ეთერში ვუყურებთ ოპერაციას, რომელსაც "ოცნება" არჩევნების მიტაცების მიზნით გეგმავს - დათუნაშვილი

პირდაპირ ეთერში ვუყურებთ ოპერაციას, რომელსაც "ოცნება"  არჩევნების მიტაცების მიზნით გეგმავს - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, თაზო დათუნაშვილი "რადიო ტავისუფლების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გდდ-ს უფრო, ზვიად ხარაზიშვილი საარჩევნოდ შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას.

დათუნაშვილი ამბობს, რომ ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი მაგალითია, თუ როგორი მძიმე პანიკა და შიშია მმართველი გუნდის რიგებში. 

ეხლა ფაქტიურად, ჩვენ ვუყურებთ პირდაპირ ეთერში ოპერაციას, რომელსაც გეგმავს "ქართული ოცნება" არჩევნების მიტაცების მიზნით. სხვა ახსნა არ აქვს იმას, რომ კაცი, რომელიც მოძალადედ არის აღიარებული მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ და "მაგნიტსკის სიის" წევრი არის უნდა ჩართოს ამ სადაზვევრვო რაზმების ფორმირებაში. ყველა ის ქცევა, რომელსაც უკანასკნელი კვირების მანძილზე ვადევნებთ თვალ-ყურს, კობახიძის კორდებალეტი, ივანიშვილის გაურკვეველი მიდრეკილებები კონსპირაციების თეორიებისკენ, ეს რაღაცა ისტერიული ყვირილი, გამოსვლები - ყველაფერი არის იმის მანიშნებელი, რომ მათ რიგებში არის ძალიან მძიმე პანიკა და შიში", - ამბობს დათუნაშვილი. 

სანქცირებული „ხარება“ საარჩევნოდ შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს. გამოცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 4 ოქტომბერს გამოცემულ ვახტანგ გომელაურის 30 სექტემბრის ბრძანებულებას ეყრდნობა.

ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტი განსაზღვრავს, როგორ კომპლექტდება ტერიტორიული ჯგუფები.

სწორედ აქ წერია, რომ ჯგუფის შემადგენლობაში შედის „სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ-ის, იგივე სპეცრაზმის) ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი“.

ტერიტორიულ ჯგუფებს რეგიონებში დააკომპლექტებს ხუთ-ხუთი (ან საჭიროების შემთხვევაში ექვსი) ადამიანი. და ყოველ ხუთწევრიან ჯგუფში ერთი ადამიანი ხარაზიშვილის მიერ შერჩეული იქნება.

მსგავსი სიახლეები