ხარებას, არეულობის უფლებას არ მივცემთ - ხოშტარია

05.10.24 15:19
ხარებას, არეულობის უფლებას არ მივცემთ - ხოშტარია

კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია გდდ-ს შეფს, ზვიად ხარაზიშვილს ურჩევს, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ბევრი იფიქროს.

ხოშტარია პირდაპირ ამბობს, რომარჩევნებს იმდენი დამკვირვებელი დააკვირდება, რომ "ხარებას" არეულობის უფლებას აარავინ მისცემს.

სანქცირებულ ხარებას ვურჩევდი, რომ ბევრი იფიქროს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, რომ არ მოიჭრას ყველანაირი გზა. დანარჩენი, ჩვენ "ქართული ოცნების" ჭკუაზე არ ვაპირებთ ამ არჩევნების წაყვანას. ჩვენ ყველა ერთად, ყველა პარტიის კოორდინაციით თუ პრეზიდენტთან კოორდინაციით, არასამთავრობო სექტორი, აქტივისტები, უპრეცედენტო რაოდენობა მოქალაქეების, ვინც დააკვირდება არჩევნებს, არანაირი არეულობის უფლებას არ მივცემთ ხარებას", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

სანქცირებული „ხარება“ საარჩევნოდ შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს. გამოცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 4 ოქტომბერს გამოცემულ ვახტანგ გომელაურის 30 სექტემბრის ბრძანებულებას ეყრდნობა.

ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტი განსაზღვრავს, როგორ კომპლექტდება ტერიტორიული ჯგუფები.

სწორედ აქ წერია, რომ ჯგუფის შემადგენლობაში შედის „სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ-ის, იგივე სპეცრაზმის) ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი“.

ტერიტორიულ ჯგუფებს რეგიონებში დააკომპლექტებს ხუთ-ხუთი (ან საჭიროების შემთხვევაში ექვსი) ადამიანი. და ყოველ ხუთწევრიან ჯგუფში ერთი ადამიანი ხარაზიშვილის მიერ შერჩეული იქნება.

მსგავსი სიახლეები