რა შემთხვევაში გაიხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ - გიორგი კალანდარიშვილის კომენტარი

05.10.24 17:10
რა შემთხვევაში გაიხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ - გიორგი კალანდარიშვილის კომენტარი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ცნობით, თუ 9 ოქტომბრის შემდეგ ცესკოს გადაეცემა განახლებული ინფორმაცია, რომ ერთიან საარჩევნო სიაში შესული ამომრჩეველთა რაოდენობა 3 000-ზე მეტს გადააჭარბებს, საჭიროების შემთხვევაში, ცესკო იმავე ლოკაციაზე დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით იმსჯელებს. 

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ხორციელდება კონკრეტულ საკონსულო დაწესებულებაში, ან საელჩოში, რაც ნიშნავს იმას, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ის რეგისტრაციის ადგილი ხდება საარჩევნო უბნის საფუძველი, ასეთი კონტროვერსული გარემოებებიც არსებობდა, გარდა სამართლებრივი საფუძვლების არარსებობისა, ეს ურთიერთგამომრიცხავი საფუძვლები, რის გამოც, სამწუხაროდ, კომისია მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა ამ საკითხის შესახებ.

როდესაც 8 ოქტომბერს დასრულდება სხვადასხვა უწყებების მხრიდან ინფორმაციის განახლება, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უკვე 9 ოქტომბრის შემდგომ გადმოგვეცემა განახლებული ინფორმაცია და თუ გამოიკვეთება შესაბამისი რაოდენობა, რომელიც აღემატება იმ საარჩევნო უბნებზე განსაზღვრულ ამომრჩეველთა რაოდენობას, რა თქმა უნდა, კომისია იმსჯელებს იმავე ლოკაციებზე დამატებითი საარჩევნო უბნების შექმნასთან დაკავშირებით", - ამბობს გიორგი კალანდარიშვილი. 

გადაწყვეტილება მიღებულია - ასობით ქართველ ემიგრანტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ექნება.

ოპოზიციის მიერ წარდგენილ დადგენილების პროექტს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომაზე ყველა წევრმა მისცა ხმა. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

ცვლილებების მიხედვით, ემიგრაციაში მცხოვრები ადამიანები, ვისაც იურიდიული მისამართები ოკუპურებულ ტერიტორიებზე არსებულ სახლებში აქვთ, ხმის მიცემას ფაქტობრივი მისამართებით შეძლებენ. რვაასამდე ემიგრანტ დევნილს საკონსულო აღრიცხვა უკვე გავლილი აქვს და სააარჩევნო სიებშიც მალე აღმოჩნდება მათი გვარები. რაც შეეხება სხვებს, ვისაც აღრიცხვა ჯერ კიდევ არ გაუვლია, საკონსულოსთვის მიმართვა 7 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ.

მსგავსი სიახლეები