არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, ვინმე თუ მითვალთვალებს - გახარია

17.08.21 16:55
არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, ვინმე თუ მითვალთვალებს - გახარია

არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, ვინმე თუ მითვალთვალებს, აბსულუტურად თავისუფალი ვარ, - ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია, თვალთვალის შესახებ მისივე თანაგუნდელის მიერ გავრცელებულ ფოტო და ვიდეო მასალას.  

გახარიას თქმით, სახელმწიფო რესურსი არამიზნობრივად იხარჯება.

აქ სამწუხარო არის ის, რომ სახელმწიფო რესურსი იხარჯება ამაში. ვიცი, ადამიანები, რომლებიც ასეთ დავალებებს იძლევიან და ადამიანები, რომლებიც ასეთ დავალებებს იღებენ, ეს მათთვის უხერხულობას ქმნის. მთავარი გამოწვევა არის ის, რომ სახელმწიფო რესურსია ეს, როდესაც ქვეყანას უამრავი გამოწვევა აქვს, კოვიდია, პანდემია, კრიმინალთან ბრძოლაა საჭირო, რესურსი იხარჯება, თორემ მითვალთვალონ, მე არ მაქვს პრობლემა“,-აღნიშნავს გახარია.