გრიგოლ ლილუაშვილის პირველი კომენტარი ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ოთხ წყაროზე დაყრდნობით "ამერიკის ხმამ" დაწერა თუ რის საფუძველზე მოამზადა შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილის სანქცირების აქტი.
საუბარია, გამოცემის ანონიმურ წყაროზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რუსეთის სადაზვერვო სამსახურთან კავშირზე საუბრობს.
გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ სუს-ს ბიძინა ივანიშვილის რუსულ სადაზვერვო სამსახურთან კავშირზე არანაირი ინფორმაცია არ აქვს.
კითხვაზე ენდობიან თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს, სუს-ის ხელმძღვანელი ამბობს: "ჩვენ ჩვენ თავს ვენდობით, და ვენდობით საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში მოპოვებულ მტკიცებულებებს... ყველას ვენდობით!"
შტატებმა ივანიშივილის სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტი უკვე მზად არის, რომლის მიხედივთ, ქართველი ოლიგარქისთვის სანქციების დაწესების ერთ-ერთი მიზეზად რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობა და მისი ინტერესების გატარებაა. დასაბუთების დოკუმენტში, რომლის შესახებაც "ამერიკის ხმას" ამერიკის მთავრობის ორი მაღალჩინოსანი კონფიდენციალურად ელაპარაკა, საუბარია ივანიშვილის მიერ რუს ოლიგარქებთან მჭიდრო კავშირებზე. მაღალჩინოსნების თქმით, შტატებს დამასტურებული მტკიცებულებები აქვს.
ეს ყველაფერი არ არის, "ოცნების" კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ ბიძინა ივანიშვილი გრიგოლ ლილუაშვილს პრემიერად განიხილავს.
ბიძინა ივანიშვილი საჯარო წყაროებში არსებული ინფორმაციით მანამდეც განიხილავდა. ოლიგარქის გუნდში ლილუაშვილი ახლა ლამის ერთადერთ მაღალჩინოსნად რჩება ვისაც ვაშიგტონთან კაშვირი აქვს. ამიტომ ჩნდება კითხვა ხომ არ შემოჰყავს გრიგოლ ლილუაშვილი ბიძნა ივანიშილს პოლიტიკურ სცენაზე.
დიდი არეულობა "ქართულ ოცნებაში" - ნატალია ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი ნახეთ აქ