ყველა გამოკითხვით, "ოცნება" არჩევნებს აგებს, მათი რეიტინგი 28%-ს არ აღემატება - ბეჟაშვილი

06.10.24 13:32
ყველა გამოკითხვით, "ოცნება" არჩევნებს აგებს, მათი რეიტინგი 28%-ს არ აღემატება - ბეჟაშვილი

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან ბეჟაშვილი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი 25%-ს ვერ სცდება, ეთანხმება. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვით მმართველი პარტია არჩევნებს აგებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხმის მიესაცემად რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს. 

ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვით „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს. მათი საშუალო პროცენტი არ აღემატება 27-28 პროცენტს, ამიტომ ჩვენთვის, პროდასავლური ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისათვის, რომელიც ფლაგმანია ოპოზიციის და გამარჯვების მთავარი პრეტენდენტია, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, რათა ხალხის გამარჯვება ერთად გავაფორმოთ, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა
 

გუშინ, ნოდარ მელაძის შაბათში, სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი 25 პროცენტს არ სცდება.

მსგავსი სიახლეები