"ოცნების" რეიტინგში პრეზიდენტს ვეთანხმები, 20-დან 25%-ზე აქვთ - გიორგი ვაშაძე

06.10.24 13:36
"ოცნების" რეიტინგში პრეზიდენტს ვეთანხმები, 20-დან 25%-ზე აქვთ - გიორგი ვაშაძე

"ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე პრეიზდენტის განცხადებას, რომ "ოცნების" რეიტინგი 25%-ს არ აღემატება, ეთანხმება. ოპოზიციონერი ლიდერი ასევე იმ პოგრამაზე საუბრობს, რომლის განხორციელებასაც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში შეუდგებიან. საუბარია  ისეთ სოციალურ საკითხებზე, როგორიც პენსიების და ხელფასების გაზრდა, ასევე უცხოეთიდან 14 მლრდის მოზიდვაა. 

„ოცნების“  რეიტინგში ვეთანხმები (პრეზიდენტს), 20-დან 25%-მდე აქვს. დანარჩენი ჩვენთვის არს მთავარი ამ პროგრამის შესრულება. პენსია 1000 ლარი, საპენსიო სესხების ჩამოწერა, 14 მლრდ-ის მოზიდვა, წარმოების განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, საშუალო ხელფასი 3500, მინიმალური ხელფასი 1500 და ა.შ. ამიტომ ჯერ გავიმარჯვოთ და შემდგომ ამ პროგრამის შესრულებაზე ავიღოთ პასუხისმგებლობა. ეს არის ჩენთის მნიშვნელოვანი, - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

გუშინ, ნოდარ მელაძის შაბათში, სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი 25 პროცენტს არ სცდება. 

მსგავსი სიახლეები