დასავლელი პარტნიორები ქართველი ხალხის გვერდით დგანან - ლევან სანიკიძე სახდეპის განცხადებაზე
„ჩვენი დასავლელი პარტნიორები მუდმივად ხაზს უსვამენ, რომ დგანან ქართველი ხალხის გვერდით, არიან ჩვენი მთავარი პარტნიორები არაღიარების პოლიტიკისთან დაკავშირებით და ნამდვილად არ იყო გასაკვირი მათი განცხადება ლავროვის განცხადებასთან მიმართებაში, რომელსაც შეუერთდა და მიესალმა კალაძე, - ამის შესახებ ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები ქართველი ხალხის გვერდით დგანან, რომელიც ოკუპანტს ბოდიშს არასდროს მოუხდის.
ჩვენი დასავლელი პარტნიორები მუდმივად ხაზს უსვამენ იმას, რომ ისინი დგანან ქართველი ხალხის გვერდით. ეს ნამდვილად ასეა, ისინი არიან სწორედ ჩვენი მთავარი პარტნიორები არ აღიარების პოლიტიკისთან დაკავშირებით, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან დაკავშირებით და ნამდვილად არ იყო გასაკვირი მათი განცხადება ლავროვის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან მიმართებაში, რომელსაც შეუერთდა და მიესალმა კალაძე ყოვლად სამარცხვინო გადაწყვეტილებითა და განცხადებით, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრები დგანან ქართველი ხალხის გვერდით, იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც 26 ოქტომბერს ამ ქვეყანაში მხარს დაუჭერენ ცვლილებას, არ მოიხდიან ბოდიშს საკუთარ ტერიტორიული მთლიანობისთვის და აირჩევენ ახალ პროდასავლურ კოალიციურ მთავრობას, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ივანიშვილის დაანონსებული ბოდიშის შემდეგ რუსეთი ისევ საქართველოს ხელისუფლებას აქებს. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ აფხაზ და ოს ხალხებთან მიმართებით "ქართული ოცნება" წარსულს ადექვატურად აფასებს. ამასთან, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, დაეხმაროს მათ ურთიერთობების ნორმალიზებაში და ხაზს უსვამს, რომ იგულისხმება თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფაც.