არ არის გასაკვირი, რომ ივანიშვილმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს, რუსეთის მოქალაქე ქართული პასპორტით დააჯილდოა - ლევან სანიკიძე
„ივანიშვილისგან, რომელიც ბოდიშის მოხდას ითხოვს ჩვენი ქვეყნის მტრისთვის და ფაქტობრივად აღიარებს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს, ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ საკუთარი ნების შესაბამისად გადაწყვიტა რუსეთის მოქალაქე დაეჯილდოებინა საქართველოს მოქალაქეობით, - ამის შესახებ ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერი ლევან სანიკიძე საუბრობს. საქმე ეხება "ნოდარ მელაძის შაბათის" მორიგი სკანდალური ჟურნალისტური გამოძიებას საიდანაც ირკვევა, რომ ქართული ენის არმცოდნე ადამიანმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი საეჭვო ვითარებაში მიიღო.
ივანიშვილის ხელისუფლებისგან ეს ნამდვილად არ არის გასაკვირი. იმ ადამიანისგან, რომელიც ბოდიშის მოხდას ითხოვს ჩვენი ქვეყნის დამაქცევრისათვის. ადამიანი, რომელიც ბოდიშის მოხდას და ლამის აღიარებას ითხოვს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების. ადამიანი, რომელიც მასპინძლობს ეფესბეს გენერლებს. ადამიანი, რომელიც მასპინძლობს პოზნერს, ამ ადამიანისგან ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ საკუთარი ნების შესაბამისად გადაწყვიტა რუსეთის მოქალაქე დაეჯილდოებინა პასპორტით და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც პატივს სცემენ, ამაყობენ ჩვენი ქვეყნის პასპორტით და იმით, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან, სწორედ მათთვის შეურაცხყოფის მიყენებაა მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება,- განაცხადა ლევან სანიკიძემ