ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ "ოცნება" არჩევნებში "მინიმუმ 60%-ს" აიღებს

06.10.24 15:19
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ "ოცნება" არჩევნებში "მინიმუმ 60%-ს" აიღებს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ, პრემიერი ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებში მინიმუმ, 60%-ს აიღებს. ირაკლი კობახიძე დღეს საკითხზე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

60% მინიმუმ, - თქვა კობახიძემ "პირველების" კითხვის საპაუსხოდ, რას ფიქრობს სალომე ზურაბიშვილის განცადებაზე.

გუშინ, ნოდარ მელაძის შაბათში, სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი 25 პროცენტს არ სცდება.

მსგავსი სიახლეები