ივანიშვილს ჰგონია, ძალაუფლებლის შენარჩუნებას ზებუნებრივი ძალებით შეძლებს
გახარიას გუნდის წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების შენარჩუნებას ზებუნებრივი ძალებით ცდილობს. საქმე ეხება "შაბათის ეთერის" სკანდალურ გამოძიებას, საიდანაც ირკვევა, რომ ივანიშვილმა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად საქართველოში რუსი ექიმბაში ჩამოიყვანა.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ფაქტი ცხადყოფს, რომ ოლიგარქს არჩევნებში გამარჯვების იმედი გადაწურული აქვს.
ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ ზებუნებრივი ძალებით შეინარჩუნებს ძალაუფლებას ამ ქვეყნის გაცხადებული ინტერესების წინააღმდეგ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მას იმედი აქვს გადაწურული, რომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას მოიგებს და სხვა დანარჩენი, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მის შიშს, - ამბობს თეონა აქუბარდია.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში სიცოცხლის გახანგრძლივების რუსი ექიმბაში ჩამოიყვანა. საუბარია, მოსკოვის "ლომონოსოვის უნივერსიტეტის" კურსდამთავრებულ იულია კრუშანოვაზე, რომელმაც მდიდარ რუსებს თავი, მისი "განსაკუთრებული უნარებით" გააცნო - კრუშანოვა ირწმუნება, რომ უკვე საუკუნის მეოთხედია, სწორედ ის ინახავს სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების გასაღებს.