წინასაარჩევნო პერიოდში "ოცნების" ძალადობრივი ქმედებები განსაკუთრებით აქტიურდება - დეკანოიძე

06.10.24 21:08
წინასაარჩევნო პერიოდში "ოცნების" ძალადობრივი ქმედებები განსაკუთრებით აქტიურდება - დეკანოიძე

„წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, რადგან მოახლოებული 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება მათი ხელისუფლების მომავლისთვის, - ასე ეხმიანება ,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის’’ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია დეკანოიძე სოფელ კარდანახში მომხდარ თავდასხმას. ამასთან, დეკანოიძე ამბობს, რომ ხელისუფლების ძალადობრივი ქმედებები უშედეგო იქნება, რადგან ამით ოპოზიციას ვერ დაასუსტებს. 

ძალადობა და ასე ორგანიზებული ტიტუშკების მიქსევა არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო კამპანია, რომელსაც მუდმივად ახორციელებს „ქართული ოცნება“, მაგრამ ახლა განსაკუთრებით იციან, რომ 26 ოქტომბერს გადამწყვეტ არჩევნებზე, პრაქტიკულად, მათი ხელისუფლება ჩამოიშლება და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. ამიტომ ჩვენი თანაპარტიელებზე თავდასხმა ზუსტად იმას ნიშნავს, რომ რაღაც ოდნავი შიში შეიტანონ ადამიანებში. თუმცა, რა თქმა უნდა, არავის ეშინია მათი, და განსაკუთრებით მინდა, გავაფრთხილო ზუსტად ეს ზონდერ-ჯგუფები „ქართული ოცნების“, რომ 26 ოქტომბერს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ყველა სისხლის სამართლის და სხვა მიმართულებით. ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანებთან მივარდნა და ოპოზიციური პარტიების დაშინების მცდელობა არ გამოუვათ და ამას არ ექნება არავითარი პოზიტიური შედეგი, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
 

ცოტა ხნის წინ კახეთში პლატფორმა "ერთიანობის" წევრებს საარჩევნო შეხვედრა ჩაუშალეს. სოფელ კარდენახში 15-მდე პირი პარტიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდა. ნაცემია ლევან მეტრეველი. მას დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.

ოპოზიციის წევრი ყვება, რომ მას ფიზიკურად ორი პირის უსწორდებოდა, რომლებიც, სავარაუდოდ, სპორტსმენები იყვნენ. მეტრეველი ხელს პირდაპირ "ოცნების" ხელისუფლებას ადებს და ამბობს, რომ მოძალადეები სწორედ მმართველი პარტიის მიერ იყვნენ მიგზავნილები. 

 

მსგავსი სიახლეები