26 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლეში სპეციალური საკოორდინაციო პლატფორმა მოეწყობა

07.10.24 19:11
26 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლეში სპეციალური საკოორდინაციო პლატფორმა მოეწყობა

პრეზიდენტის სასახლეში, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, სპეციალური საკოორდინაციო პლატფორმა მოეწყობა, საიდანაც არჩევნების მონიტორინგი მოხდება.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, “ყველაფერ იმას, რაც არჩევნებზე მოხდება, ერთად უნდა გავუწიოთ მონიტორინგი“.

ამ სასახლეში, არჩვნების დღეს იქნება მოწყობილი საკოორდინაციო პლატფორმა, რათა ჩვენ გავუწიოთ მონიტორინგი, ყველაფერს იმას, რაც იმ დღეს მოხდება და შემდეგ გამარჯვებაც ერთად ვიზეიმოთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნებამდე 19 დღე რჩება -არჩევნები 26 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები