თუ დამატებითი ფართი არ გაიხსნება, პასუხისმგებლობა საკონსულოების, საგარეოსი და ცესკოსი იქნება - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს - ქვეყნის მთავარსარდალი ცესკოს მოუწოდებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ დამატებითი უბნები გახსნას.
როგორც პრეზიდენტი აცხდებს, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების დღეს რომელიმე ქართველ ემიგრანტს გარკვეული სახის პრობლემა შეექმნება, ამაზე პასუხისმგებელი როგორც ცესკო, აგრეთვე საკონსულოები და საგარეო საქმეთა სამინისტრო იქნება.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებსაც მიმართავს და მათ როგორც საკუთარი, ასევე თანამოქალაქეების ხმების დაცვისკენ მოუწოდებს.
ახლა არის საკონსულოების, საგარეოსი და ცესკოს პასუხისმგებლობა - ისე მოაწყონ ეს უბნები, რომ არჩევნების დღეს, არ შეიქმნას რაიმე პრობლემა. თუ სადმე არ გაიხსნა დამატებითი ფართი, პასუხისმგებლობა სწორედ მათი იქნება. ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება. ახლა ყველანი უნდა მოვემზადოთ, რომ ხმები იყოს დაცული. ახლა თითოეული მოქალაქეა პასუხისმგებელი, რომ მივიდეს. თქვენი ხმა გამოიყენოთ და თქვენი ხმა დაიცვათ ორმაგად. ამისთვის საჭიროა დამკვირვებლები. არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ ტრენინგებს და უნდა ჩაეწეროთ", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.