ევროკავშირში ყველა შოკშია , იმის გამო, რასაც ივანიშვილი საუბრობს - რასა იუკნევიჩიანე
ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ მსჯელობისთვის ემზადება - რამდენიმე საათში მოვლენების ეპიცენტრი სტრასბურგი იქნება. საგანგებო დებატებამდე რამდენიმე საათით ადრე, ევროპარლამენტარები "პირველებთან" ინტრევიუში ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ბელორუსიიის გზას ადგას.
ევროკავშირში ყველა შოკშია, იმის გამო, რასაც ივანიშვილი საუბრობს - ამბობს რასა იუკნევიჩიანე და ამბობს, რომ ევროკავშირი და ოლიგარქი ერთმანეთთან შეუთავსებლები არიან.
იუკნევიჩიანე საუბრობს არჩევნების გადამწყვეტ მნიშვნელობაზე და ამბობს, რომ სწორედ 26 ოქტომბრის არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს "საქართველო ევროკავშირთან იქნება, თუ "რუსკი მირთან"
ვშიშობ, რომ ივანიშვილს და "ოცნების" ლიდერებს არ ანტერესებთ, რას ამბობს ევროკავშირი. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ მათ საქართვველოს ევროკავშირში წევრობა უნდათ. ივანიშვილის სამიზნე ევროკავშრი არ არის. მისი სამიზნე, ძალაუფლების შენარჩუნებაა, ისეთი ძალაუფლება, რომელიც უფრო ახლოს ბელორუსიასთან არის, ვიდრე ევროკავშირთან. ამიტომაც, არის ეს არჩვენები ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენთვის და მას რეფერენდუმად ვთვლით. აქ უნდა გადაწყდეს, საქართველო ევროკავშირთან იქნება, თუ "რუსკი მირთან". ევროკავშირი და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთთან შეუთავსებლები არიან. ერთმანეთს ვერ ერგებიან.... ჩვენ გვსურს დავამტკიცოთ რეზოლუცია, არა არჩევნების შემდეგ, არამედ არჩევნებამდე, რომ ოცნებას მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ. ჩვენ ძალიან პირდაპირები და გულწრფელები ვიქნებით მოსმენაზე და დამიჯერეთ, აქ კეთილ სიტყვებს ვერ მოისმენთ. იმ პარტიის მიმართ, რომელიც ამბობს, რომ ოპოზიციას აკრძალავს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა ევროკავშირს დააშოროს. ევროკავშირში ყველა შოკშია , იმის გამო, რასაც ივანიშვილი საუბრობს", - ამბობს იუკნევიჩიანე.
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დღეს იმსჯელებენ - განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი გააკეთებს.
განხილვა თბილისის დროით 5 საათზე დაიწყება, განხილვის თემაა - „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში“.